1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ამ შეთანხმების ან ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ადგილობრივი კანონმდებლობების დებულებების განხორციელებისათვის იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, მანამდე, ვიდრე დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას, განსაკუთრებით თაღლითობის თავიდან აცილებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების ლეგალური გზების წინააღმდეგ ადმინისტრირების დადგენილი ნორმების ხელშეწყობის მიზნით. ამ შეთანხმების პირველი მუხლით ინფორმაციის გაცვლა არ იზღუდება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია განიხილება როგორც საიდუმლო და მისი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების განსაზღვრით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება ღია სასამართლო სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ პოლიტიკა