1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების დებულებებით, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობებით იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავს ეს შეთანხმება და რომელთა გადახდა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული პირველი მუხლით. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომლებიც დაკავებულნი არიან იმ გადასახადების დაკისრებით ან აკრეფით, იძულებითი წესით ამოღებით ან სასამართლო დევნით, ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული აპელაციების განხილვით, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
2. ამ მუხლის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ისე გაგებული, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ამა თუ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი, ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოლიტიკას (საზოგადოებრივ ინტერესებს