1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო კონსტიტუციური მოთხოვნების შესრულების შესახებ.

2. შეთანხმება ძალაში შევა პირველ პუნქტში აღნიშნული საკითხების წერილობითი შეტყობინების შემდეგ და მისი დებულებები იმოქმედებენ ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:

a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების შემთხვევებში, იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც გადახდილია კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც შეთანხმება შევიდა ძალაში;

b) სხვა გადასახადების შემთხვევაში, შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადების მიმართ, რომლებიც მიეკუთვნება საგადასახადო პერიოდს, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს,რომელშიც შეთანხმება შევიდა ძალაშ