კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებითა და თვითმფრინავებით, ან ამ გემებისა და თვითმფრინავების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

5. 22-ე მუხლის დამოწმებით

პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალი, მიღებული მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩატარებული თამაშების მოგებიდან, შეიძლება ასევე დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში.

6. 23-ე მუხლის დამოწმებით

აღინიშნება, რომ ტერმინი კაპიტალი, 22-ე მუხლის მიზნებისათვის, ნიშნავს უძრავ და მოძრავ ქონებას და შეიძლება შეიცავდეს ფულად საშუალებებს, აქციებს ან სხვა ქონებრივი უფლებების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ვექსილებს, ობლიგაციებს ან სხვა სავალე ვალდებულებებს, ასევე პატენტებს, სასაქონლო ნიშნებს, საავტორო ან სხვა მსგავს უფლებებს ან ქონებას.

დასტურად ამისა, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2003 წლის 11 სექტემბერს, ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

ლიტვის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილი