ეს შეთანხმება ძალაშია მანამ, ვიდრე მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
a) წყაროსთან ამოღებული გადასახადების შემთხვევებში, იმ შემოსავლებთან მიმართებაში, რომლებიც ამოღებულია კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც შეტყობინება იქნა გადაცემული;
b) შემოსავალზე სხვა გადასახადების შემთხვევაში და კაპიტალის გადასახადების მიმართ, რომლებიც დაკისრებულია საგადასახადო პერიოდისათვის, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი იანვრიდან ან მის შემდეგ, რომელიც მოსდევს წელიწადს, რომელშიც შეტყობინება იქნა გადაცემული;
დასტურად ამისა, შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქალაქ თბილისში, 2003 წლის 11 სექტემბერს, ქართულ, ლიტვურ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს სახელით
(ხელმოწერილია)
ლიტვის რესპუბლიკის სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
ხელშეკრულების ხელმოწერისას, ქვემორე ხელმომწერნი ადასტურებენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს:
1. ხელშეკრულების დებულებათა დამოწმებით
აღინიშნება, რომ ტერმინი ,,business profits” აგრეთვე შეიცავს მოგებას მიღებულს ეკონომიკური საქმიანობიდან.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტის დამოწმებით.
აღინიშნება, რომ საქართველოს შემთხვევაში ტერმინი კომპანია ასევე შეიცავს საწარმოს, როგორც ეს განსაზღვრულია მისი ეროვნული კანონმდებლობით.
3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის დამოწმებით აღინიშნება, რომ ხარჯები დაშვებული, როგორც გამოქვითვები ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ შეიცავს ხარჯებს, რომელიც არ გამოიქვითებოდა, თუ მუდმივი დაწესებულება იქნებოდა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცალკე გამოყოფილი საწარმო.
4. მე-8 მუხლის, მე-13 მუხლის, მე-15 მუხლისა და 23-ე მუხლის დამოწმებით
აღინიშნება, რომ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არ არის მიღებული, სანამ ლიტვა არ წარმოადგენს თავის ეროვნულ კანონმდებლობაში ფაქტობრივი მართვის ადგილს, როგორც რეზიდენტობის განმსაზღვრელ კრიტერიუმს, მაგრამ ამის ნაცვლად მიესადაგება შემდეგი დებულებებ