1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ეს დებულება, პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, გამოიყენება, აგრეთვე, იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. იმ მუდმივი დაწესებულებების დაბეგვრა, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოს დაბეგვრა იმავე საქმიანობის განხორციელებისათვის. ეს მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებისათვის პერსონალურად რომელიმე გადასახადისაგან გათავისუფლებას, რაიმე საგადასახადო შეღავათის მინიჭებას ან გადასახადისგან გათავისუფლებას მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
3. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისადმი, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნებისათვის უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვებს იმავე პირობებით, როგორც პირველხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის დავალიანება.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან კონტროლდება პირდაპირ ან ირიბად მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ ნებისმიერ დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, განსხვავებულს ან უფრო დამამძიმებელს, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
5. ამ მუხლის დებულებები, მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, შეეხება ნებისმიერი სახის და ფორმის გადასახადებ