1. უძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც განხილულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში და, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის საკუთრებას და იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია მოძრავი ქონებით და ქმნის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული უძრავი ქონებით, რომელიც ხელმისაწვდომია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურეობის გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემებითა და თვითმფრინავებით, ან ამ გემებისა და თვითმფრინავების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოშ