1. საქართველოს რეზიდენტის შემთხვევაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად:

a) თუ საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად შეიძლება დაიბეგროს ლიტვაში, საქართველო დაუშვებს:

i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიტვაში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ლიტვაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ლიტვაში;

b) თუ საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში მყოფი კაპიტალი, ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად გადასახადებისგან გათავისუფლებულია საქართველოში, საქართველოს, მიუხედავად ამისა, შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი და კაპიტალი.

2. ლიტვის რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად:

თუ ლიტვის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, სანამ უფრო ხელსაყრელი მიდგომა არ იქნება უზრუნველყოფილი მისი ეროვნული კანონმდებლობით, ლიტვა დაუშვებს:

a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

b) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;

ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ლიტვაში შემოსავალსა ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოშ