1. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მე-4-და მე-20 მუხლების დებულებათა მიუხედავად.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, ტერმინი ოფშორული საქმიანობა ნიშნავს საქმიანობას, განხორციელებულს ხელშემკრველი სახელმწიფოს ოფშორზე, ზღვის ფსკერის და ნიადაგქვეშეთის და მათი ბუნებრივი რესურსების კვლევა-ძიებასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებით.
3. პირი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და ახორციელებს ოფშორულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მე-4 პუნქტის დებულებათა თანახმად, ჩაითვლება, რომ იგი ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების ან ფიქსირებული ბაზის მეშვეობით.
4. მე-3 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოფშორული საქმიანობა ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომელიც არ აღემატება 30 დღეს, ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში. ამ პუნქტის მიზნებისათვის:
a) ოფშორული საქმიანობა, რომელსაც ახორციელებს პირი, რომელიც გაერთიანებულია მეორე პირთან, ჩაითვლება, რომ იმართება მეორე პირის მიერ, თუ განსახილველი საქმიანობები არის ანალოგიური იმ საქმიანობებისა, რომლებსაც ეწეოდა პირველად ხსენებული პირი, იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს საქმიანობები ხორციელდება იმავდროულად, როცა ხორციელდება მისი საკუთარი საქმიანობები;
b) პირი ჩაითვლება გაერთიანებულად მეორე პირთან, თუ ერთი კონტროლდება პირდაპირ ან არაპირდაპირ მეორის მიერ ან ორივეს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აკონტროლებს მესამე პირი ან პირები.
5. ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული ოშფორული საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, სანამ საქმიანობები ხორციელდება ამ მეორე სახელმწიფოს ოფშორზე. თუმცა მსგავსი ანაზღაურებანი დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება დამქირავებლისათვის, რომელიც არ არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და ხორციელდება პერიოდით ან პერიოდებით, რომელიც არ აღემატება 30 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში.
6. შემოსავლები მიღებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გასხვისებიდან:
a) უფლებების გამოყენებიდან ან ექსპლოატაციიდან; ან
b) მეორე ხელშემკვრელ სახელწიფოში განთავსებული ქონების, რომელიც დაკავშირებულია ამ მეორე სახელმწიფოში განხორციელებულ ოფშორულ საქმიანობასთან;
c) აქციები, რომელთა ღირებულება ან ღირებულებების დიდი ნაწილი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებულია ასეთი უფლებებიდან ან ასეთი ქონებიდან, ან ერთად აღებული ასეთი უფლებებიდან ან ასეთი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
ამ პუნქტში ტერმინი უფლებების გამოყენება ან ექსპლოატაცია ნიშნავს უფლებებს ქონებაზე, გამომუშავებულს ოფშორული საქმიანობის შედეგად, რომელიც ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან პროცენტს ან მოგებას ასეთი ქონებიდა