მუხლი 4. ოპერაციები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების რეზიდენტებთან
თავი I — ზოგადი დებულებები და განმარტებები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, როცა საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან მეტ ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის გადასახადის გადამხდელთან, იმის მიუხედავად არიან თუ არა მხარეები ურთიერთდამოკიდებული პირები, საქართველოს საწარმომ უნდა განსაზღვროს მისი დასაბეგრი მოგების მოცულობა საბაზრო პრინციპის შესაბამისად (საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად), და ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციების პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა პირს, მაგრამ მასთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნას ამ პირის მოგებაში და შესაბამისად დაიბეგროს.
ოპერაციის პირობები საქართველოს საწარმოსა და შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის გადასახადის გადამხდელს შორის ჩაითვლება საბაზრო პრინციპის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, თუ შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ოპერაციების მხარეები არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. თავი II საბაზრო პრინციპის გამოყენე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 21. ოფშორული საქმიანობა— შეთანხმება
საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ
მუხლი 21. ოფშორული საქმიანობა— შეთანხმება საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების და გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ