საბაზრო დიაპაზონი არის შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლებისგან (მაგ. ფასები, მარჟები ან მოგების წილები) შემდგარი დიაპაზონი, რომელიც მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების მიმართ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებით, რომელიც უნდა განისაზღვროს:

ა) ყველა შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგის გათვალისწინებით, როცა ინფორმაცია კონტროლირებული ოპერაციის და შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის შესახებ საკმარისად სრულია და მოსალოდნელია, რომ ყველა არსებითი განსხვავება იდენტიფიცირებულია, თითოეულ ასეთ განსხვავებას აქვს განსაზღვრული და გონივრულად დადგენილი ეფექტი შესაბამის ფინანსურ მაჩვენებელზე და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებულია შედარებადობის შესწორება თითოეული ასეთი განსხვავების ეფექტის აღმოსაფხვრელად.

ბ) ინტერკვარტილური დიაპაზონის გათვალისწინებით, რომელიც შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის და ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული შედარებადობის და საიმედოობის მსგავსი დონის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების შედეგებისგან, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს.

კონტროლირებული ოპერაცია ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც გაერთიანებულია ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად არ უნდა დაექვემდებაროს შესწორებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კონტროლირებული ოპერაციიდან ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობიდან მიღებული და ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად შერჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდით შემოწმებული შესაბამისი ფინანსური მაჩვენებელი მდებარეობს საბაზრო დიაპაზონის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში თუ, კონტროლირებული ოპერაცია ან კონტროლირებული ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც გაერთიანებულია ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად ხვდება საბაზრო დიაპაზონის ფარგლებს გარეთ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს საწარმოს დასაბეგრი მოგების შესწორება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნული შესწორებით შესაბამისი ფინანსური მაჩვენებელი გაუტოლდება შესაბამისი საბაზრო დიაპაზონის მედიანას, თუ ფაქტები და გარემოებები მკაფიოდ არ მიუთითებენ აღნიშნული ფინანსური მაჩვენებელის საბაზრო დიაპაზონის სხვა წერტილთან ტოლობის შესახებ.

მტკიცების ტვირთი იმის საჩვენებლად, რომ ფაქტებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე ფინანსური მაჩვენებლის შესწორება უნდა განხორციელდეს საბაზრო დიაპაზონში მედიანისგან განსხვავებულ წერტილზე ეკისრება:

ა) საქართველოს საწარმოს, როცა საქართველოს საწარმო აცხადებს, რომ ფაქტები და გარემოებები მიუთითებენ ფინანსური მაჩვენებლის საბაზრო დიაპაზონის მედიანისგან განსხვავებულ წერტილთან ტოლობაზე;

ბ) შემოსავლების სამსახურს, როცა შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ფაქტები და გარემოებები მიუთითებენ ფინანსური მაჩვენებლის საბაზრო დიაპაზონის მედიანისგან განსხვავებულ წერტილთან ტოლობაზ