საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებიდან ოპერაციების შეფასების  ყველაზე მართებული მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა კრიტერიუმი:

ა) ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის შესაბამისი ძლიერი და სუსტი მხარეები;

ბ) კონტროლირებული ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენების მართებულობა; კერძოდ: ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენების მართებულობა განისაზღვრება კონტროლირებულ ოპერაციაში თითოეული საწარმოს მიერ განხორციელებული ფუნქციების ანალიზის მეშვეობით (გამოყენებული აქტივების და ნაკისრი რისკების გათვალისწინებით);

გ) საიმედო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც საჭიროა არჩეული ოპერაციების შეფასების მეთოდის და/ან სხვა მეთოდების გამოსაყენებლად;

დ) შედარებადობის ხარისხი კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებს შორის, კონტროლირებულ და დამოუკიდებელ ოპერაციებს შორის არსებული განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით შეტანილი შედარებადობის შესწორებების საიმედოობის ჩათვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების ერთი ან რამდენიმე მიღებული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას  თანაბარი საიმედოობით, საბაზრო პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის გამოყენებით. როცა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღწერილი კრიტერიუმების გათვალისწინებით საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი და საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანაბარი საიმედოობით, საბაზრო პირობების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდის გამოყენებით.

მოცემული კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით ოპერაციების შეფასების ერთზე მეტი მეთოდის გამოყენება აუცილებელი არ არის.

თუ საქართველოს საწარმომ საბაზრო ანაზღაურების დასადგენად გამოიყენა ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდი, მაშინ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმება იმის გასარკვევად, იყო თუ არა საქართველოს საწარმოს მიერ განხორციელებული კონტროლირებული ოპერაციის პირობები საბაზრო პრინციპის შესაბამისი, უნდა ემყარებოდეს საქართველოს საწარმოს მიერ გამოყენებულ ოპერაციების შეფასების მიღებულ მეთოდს, თუ  საწარმოს მიერ აღნიშნული ოპერაციების შეფასების მეთოდის შერჩევა მოხდა ამ მუხლის დებულებების შესაბამისად.

თუ ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი შერჩეულია, როგორც ყველაზე სათანადო მეთოდი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ასევე, შესაძლებელია კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით ურთიერთდამოკიდებული საწარმოების მიერ შესრულებული ზოგიერთი ფუნქციის საბაზრო ანაზღაურების განსაზღვრა ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებიდან ერთ-ერთი მეთოდის საშუალებით, მაშინ ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდის გამოყენება უნდა მოხდეს ნარჩენი მოგების საფუძველზე, რომელიც მიღებულია აღნიშნული ფუნქციების ამგვარად ანაზღაურების შემდეგ.

გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებისგან განსხვავებული მეთოდი გამოიყენოს, როცა შესაძლებელია ნაჩვენებ იქნას, რომ:

ა) ოპერაციის შეფასების არცერთი მიღებული მეთოდი არ შეიძლება მიზანშეწონილად იქნას გამოყენებული კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პირობების განსასაზღვრად; და

ბ) ასეთი სხვა მეთოდი იძლევა შედეგს, შესაბამისს იმ შედეგთან, რომელიც შედარებად გარემოებებში დამოუკიდებელი საწარმოს მიერ შედარებად დამოუკიდებელ ოპერაციაში იქნებოდა მიღწეული.

გადასახადის გადამხდელს, რომელიც ითხოვს „სხვა მეთოდის“ გამოყენებას, ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის საჩვენებლად, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები სრულდებ