საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისათვის დამოუკიდებელი ოპერაციები მოიცავს:

ა) შიდა დამოუკიდებელ ოპერაციებს, სადაც კონტროლირებული ოპერაციის ერთ-ერთი მხარე არის დამოუკიდებელ საწარმოსთან განხორციელებული ოპერაციის მხარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;

ბ) გარე დამოუკიდებელ ოპერაციებს, სადაც კონტროლირებული ოპერაციის არცერთი მხარე არ არის დამოუკიდებელ საწარმოებს შორის განხორციელებული ოპერაციის მხარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

დამოუკიდებელი ოპერაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას შედარებადობის შესწორების შეტანის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როცა დამოუკიდებელი ოპერაციის დეტალები არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად და მასზე ინფორმაცის სხვა წყაროებიც არსებობს.

3. შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების შესახებ საქართველოში ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ დაშვებული იქნება უცხოური შედარებადი ოპერაციების გამოყენება იმ პირობით, რომ გაანალიზდება გეოგრაფიული განსხვავებებისა და სხვა ფაქტორების გავლენა ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებისას შემოწმებულ ფინანსურ მაჩვენებელზე და რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მითითებების შესაბამისად შეტანილ იქნება შედარებადობის შესწორებ