1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე-1291 მუხლების შესაბამისად ამ ინსტრუქციით განისაზღვრება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მეთოდები და მათი გამოყენება, დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის განსაზღვრა, ოპერაციის კორექტირების განხორციელების წესი, ოპერაციის მხარეთა მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარსადგენი ინფორმაცია, დოკუმენტთა ნუსხა, საბაზრო ფასების თაობაზე ინფორმაციის წყაროები, კრიტერიუმები რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ჩაითვლება საბაზრო ფასად, პროცედურები საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმებებისა და ორმაგი ეკონომიკური დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად, ფასების დიაპაზონის გამოყენების წესი, საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ვადები და სხვა პროცედურული საკითხები.
2. ამ ინსტრუქციის პრინციპები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2010 წლის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებებს მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისათვის.
3. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე-1291 მუხლებით და ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მაშინ გამოიყენება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 2010 წლის სატრანსფერო ფასწარმოქმნის სახელმძღვანელო მითითებები მულტინაციონალური კომპანიებისა და საგადასახადო ორგანოებისათვის