ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის (შემდგომში - ოპერაციის) შეფასების მიღებული მეთოდი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი ოპერაციების შეფასების მეთოდებიდან ერთ - ერთი მეთოდი;
ბ) საბაზრო პირობა - ოპერაციის პირობა (საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად), რომელიც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127 - ე მუხლის მოთხოვნებს;
გ) საბაზრო დიაპაზონი - ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლის მნიშვნელობებისაგან შემდგარი დიაპაზონი;
დ) საბაზრო ანაზღაურება - ოპერაციის შედეგად მიღებული ისეთი ანაზღაურება, რომელიც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მოთხოვნებს;
ე) ოპერაციების შეფასების ორმხრივი წინასწარი შეთანხმება (შემდგომში ორმხრივი წინასწარი შეთანხმება) - შემოსავლების სამსახურსა და საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შორის საგადასახადო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება საბაზრო პრინციპის გამოყენება საქართველოს საწარმოსა და საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარის რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის მომავალში განსახორციელებელი მოცული ოპერაციების მიმართ;
ვ) შედარებადობის შესწორება - შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლის შესწორება საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლის შესაბამისად;
ზ) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
თ) შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაცია - დამოუკიდებელი ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს;
ი) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია - საგადასახადო დეკლარაციის წარდგენამდე საქართველოს საწარმოს მიერ ამ ინსტრუქციის IV თავის შესაბამისად მომზადებული დოკუმენტაცია;
კ) შესაბამისი შესწორება - შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განხორციელებული შესწორება საქართველოს საწარმოსთვის დაკისრებულ გადასახადთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა, რომელიც გამოწვეულია საქართველოს საწარმოსა და საგადასახადო ხელშეკრულების წევრი ქვეყნის რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს შორის ოპერაციის პირობების ცვლილებით;
ლ) ფასნამატის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
მ) მოცული პერიოდი - საგადასახადო წლები, რომლებიც მოცულია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით;
ნ) მოცული ოპერაცია - ოპერაცია, რომელიც წარმოადგენს ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების საგანს;
ო) გარე შედარებადი ოპერაცია - გარე დამოუკიდებელი ოპერაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს;
პ) უფლებამოსილი საქართველოს საწარმო - საქართველოს საწარმო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის შესაბამისად;
ჟ) ფინანსური მაჩვენებელი - მაჩვენებელი (მაგ. ფასნამატი თვითღირებულებაზე, მთლიანი მარჟა, ან წმინდა მოგების მაჩვენებელი), რომლის შემოწმებაც წარმოებს ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდოლოგიით;
რ) უცხოური შედარებადი ოპერაცია - დამოუკიდებელი ოპერაცია, რომელიც აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს (ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში ჩამოთვლილი შედარებადობის ფაქტორების გათვალისწინებით) და რომელიც:
რ.ა) შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდის და მოგების გაყოფის მეთოდის გამოყენებისას არ გულისხმობს საქართველოს საწარმოს ჩართულობას; ან
რ.ბ) გადაყიდვის ფასის მეთოდის, ფასნამატის მეთოდის და ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდის გამოყენებისას არ ხორციელდება ქვეყანაში, სადაც შემოწმებული მხარე მდებარეობს;
ს) უცხოური შემოწმებული მხარე - შემოწმებული მხარე, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო;
ტ) ფუნქციური ანალიზი - ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით განხორციელებული ანალიზი;
უ) შემოსავლების სამსახური - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
ფ) დამოუკიდებელი ექსპერტი - ფიზიკური პირი ისეთი სპეციალიზებული უნარ-ჩვევებით, ცოდნით და/ან გამოცდილებით, რომელიც შესაფერისია მოლაპარაკების პროცესში არსებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების ფაქტებთან და გარემოებებთან;
ქ) შიდა შედარებადი ოპერაცია - შიდა დამოუკიდებელი ოპერაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შედარებადობის სტანდარტს კონტროლირებად ოპერაციასთან დაკავშირებით;
ღ) ინტერკვარტილური დიაპაზონი - დიაპაზონი, რომელიც შედგება 25-დან 75-ე პროცენტილამდე (ამ პროცენტილების მნიშვნელობების ჩათვლით) არსებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული შედეგებისგან;
ყ) 25-ე პროცენტილი - შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგი, რომელიც ზრდის მიმართულებით დალაგებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული შედეგების მწკრივში წარმოადგენს ¼ (შედეგების რაოდენობა +1)-ე შედეგს. თუმცა, თუ ამ ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული 25-ე პროცენტილი არ ემთხვევა ფაქტიურ შედეგს, მაშინ იგი შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული ის შედეგი იქნება, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფორმულით განსაზღვრულ 25-ე პროცენტილთან, ხოლო თუ ფორმულით განსაზღვრული 25-ე პროცენტილი არის ორი შედეგის შუაში, მაშინ 25-ე პროცენტილი იქნება ფორმულით განსაზღვულ 25-ე პროცენტილამდე არსებული პირველივე შედეგი;
შ) 75-ე პროცენტილი - შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგი, რომელიც ზრდის მიმართულებით დალაგებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული შედეგების მწკრივში წარმოადგენს ¾ (შედეგების რაოდენობა +1)-ე შედეგს. თუმცა, თუ ამ ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული 75-ე პროცენტილი არ ემთხვევა ფაქტიურ შედეგს, მაშინ იგი შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული ის შედეგი იქნება, რომელიც ყველაზე ახლოსაა ფორმულით განსაზღვრულ 75-ე პროცენტილთან, ხოლო თუ ფორმულით განსაზღვრული 75-ე პროცენტილი არის ორი შედეგის შუაში, მაშინ 75-ე პროცენტილი იქნება ფორმულით განსაზღვული 75-ე პროცენტილის შემდეგ არსებული პირველივე შედეგი;
ჩ) 50-ე პროცენტილი - ამ მიზნისთვის 50-ე პროცენტილი არის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციიდან მიღებული ყველაზე დაბალი შედეგი, ისეთი, რომ შედეგების 50 პროცენტი მაინც იმყოფება აღნიშნული შედეგის დონეზე ან მის ქვემოთ. თუმცა, თუ შედეგების ზუსტად 50 პროცენტი არის აღნიშნული შედეგის დონეზე ან მის ქვემოთ, მაშინ 50-ე პროცენტილი არის შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციებისგან მიღებული აღნიშნული შედეგის და ამ შედეგის მომდევნო უფრო მაღალი შედეგის საშუალო;
ც) ოპერაციების შეფასების მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმება (შემდგომში მრავალმხრივი წინასწარი შეთანხმება) - შემოსავლების სამსახურსა და ორი ან მეტი საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შორის საგადასახადო ხელშეკრულებების დებულებების შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება საბაზრო პრინციპის გამოყენება საქართველოს საწარმოსა და საგადასახადო ხელშეკრულებების პარტნიორი მხარეების რეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის მომავალში განხორციელებული მოცული ოპერაციების მიმართ;
ძ) სხვა მეთოდი - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებისგან განსხვავებული ოპერაციების შეფასების მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მე–8 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
წ) ნათესავი - პირი განსაზღვრული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად;
ჭ) გადაყიდვის ფასის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ხ) საგადასახადო ხელშეკრულება - შეთანხმება შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ;
ჯ) საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორი მხარე - ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს გაფორმებული აქვს საგადასახადო ხელშეკრულება;
ჰ) შემოწმებული მხარე - კონტროლირებული ოპერაციის მხარე, რომლის ფინანსური მაჩვენებლებიც მოწმდება;
ჰ1) ოპერაციის სუფთა მარჟის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ჰ2) ოპერაციის მოგების გაყოფის მეთოდი - ოპერაციის შეფასების მიღებული მეთოდი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;
ჰ3) ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება (შემდეგში ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება) - პროცედურული შეთანხმება საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურს შორის, რომელიც ძალაში შესულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის შესაბამისა