წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმება არის ისეთი შეთანხმება, როდესაც ერთი ურთიერთდამოკიდებული საწარმო მეორე ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს აწვდის ეკონომიკურ სარგებელს იმ წინასწარი განზრახვით, რომ ჩაითვალოს მეორე ურთიერთდამოკიდებული საწარმოსგან სანაცვლოდ მიღებული სხვა ეკონომიკური სარგებლის გარკვეული ნაწილი. მიღებულმა ეკონომიკურმა სარგებელმა შესაძლოა სრულად გაქვითოს გაცემული ეკონომიკური სარგებელი ან შესაძლოა საჭირო იყოს გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის შესასრულებლად.

იმის განსაზღვრისას არის თუ არა წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმება შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლთან, სხვა საკითხებთან ერთად განხილულ უნდა იქნას შემდეგი ფაქტორები:

ა) აღემატება თუ არა გაცემული სარგებლის ღირებულება მიღებული სარგებლის ღირებულებას. ამ თვალსაზრისით შესაძლოა აუცილებელი იყოს ოპერაციების საბაზრო ანაზღაურების ცალ-ცალკე განსაზღვრა;

ბ) დოკუმენტაციის არსებობა, რომელიც მომზადებულია წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებამდე ან აღნიშნული შეთანხმების გაფორმების მომენტში და რომელიც ადასტურებს წინასწარ განზრახული ურთიერთჩათვლის საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისობას საბაზრო პრინციპთან;

გ) ნებისმიერი მოსაზრება, დაკავშირებული საგადასახადო კოდექსის სხვა ნაწილების გამოყენების ჩათვლით, მათ შორის მაგალითად წყაროსთან დაკავების ვალდებულება, შეზღუდვები გარკვეული ტიპის გამოქვითვებზე და ა.შ