საბაზრო პირობების განსაზღვრა კონტროლირებული ოპერაციებისთვის, რომლებიც ეხება ლიცენზიებს, არამატერიალური ქონების გაყიდვას ან სხვაგვარ გადაცემას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს შორის უნდა ითვალისწინებდეს როგორც ქონების გადამცემის, ისე ქონების მიმღების პერსპექტივას, მათ შორის, ოპერაციის ფასის განსაზღვრას, რომლითაც შედარებადი დამოუკიდებელი საწარმო ისურვებს ქონების გადაცემას, და ასევე არამატერიალური ქონების ღირებულებასა და სარგებელს მიმღებისთვის მის საქმიანობაში.
ლიცენზიის, არამატერიალური ქონების გაყიდვის ან სხვაგვარი გადაცემის მიმართ ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ნებისმიერი სპეციფიკური ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია კონტროლირებული და დამოუკიდებელი ოპერაციების შედარებადობისათვის, მათ შორის:
ა) არამატერიალური ქონებიდან მოსალოდნელი სარგებელი;
ბ) ნებისმიერი გეოგრაფიული შეზღუდვა არამატერიალურ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით;
გ) გადაცემული უფლებების ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური ბუნება; და
დ) მიმღების მიერ არამატერიალური ქონების შემდგომი განვითარების უფლება.
თავი IV
ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაც