საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კომპანიის მიმართ წარმოდგენილ იქნას განმარტება იმ საფუძვლის შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც საწარმო მიიჩნევს, რომ მისი მოგება საბაზრო პრინციპის შესაბამისია, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, როცა:
ა) საქართველოს საწარმოს მომზადებული აქვს ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამ მუხლის შესაბამისად და
ბ) ოპერაციების შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შემოსავლების სამსახურს მიეწოდება წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) საქართველოს საწარმოს სამეწარმეო ოპერაციების მიმოხილვას, მათ შორის ეკონომიკური ფაქტორების ანალიზს, რომლებიც გავლენას ახდენენ მისი საქონლისა და მომსახურების ფასის განსაზღვრაზე;
ბ) საქართველოს საწარმოს კორპორაციული, ორგანიზაციული სტრუქტურის აღწერას, რომელიც მოიცავს ყველა მხარეს, რომელიც პოტენციურად მნიშვნელოვანია კონტროლირებული ოპერაციის გასაანალიზებლად;
გ) იმ ოპერაციის აღწერას, რომლის გაანალიზებაც ხდება, მათ შორის ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლში განსაზღვრული შედარებადობის ფაქტორების ანალიზს და ჯგუფის ოპერაციების შეფასების პოლიტიკის დეტალებს (საჭიროების შემთხვევაში);
დ) შერჩეული ოპერაციის შეფასების მეთოდის აღწერას და განმარტებას, თუ რატომ იქნა ეს მეთოდი შერჩეული (ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად);
ე) შედარებადობის ანალიზს, მათ შორის: განხორციელებული შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის აღწერას; ნებისმიერი პოტენციური შიდა შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის უარყოფის საფუძვლის განმარტებას (საჭიროების შემთხვევაში); გარე შედარებადი ფაქტორების ძიების დეტალურ აღწერას (საჭიროების შემთხვევაში); კონტროლირებული ოპერაციების და შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის შედარებადობის შეფასებას (ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით განსაზღვრული შედარებადობის ფაქტორებთან მიმართებაში); და განხორციელებული ნებისმიერი შედარებადობის შესწორების აღწერას.
ვ) ნებისმიერი ეკონომიკური ანალიზის და პროგნოზის განმარტებას, რომელიც საფუძვლად იქნა გამოყენებული ოპერაციის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებისას;
ზ) ოპერაციის შეფასების წინასწარი შეთანხმების ან წინასწარი გადაწყვეტილების დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კონტროლირებული ოპერაციებისთვის;
თ) დასკვნას საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საწარმოს მიერ მის ოპერაციის ფასთან/დასაბეგრ შემოსავალთან დაკავშირებით განხორციელებულ ნებისმიერ შესწორებას შესაბამისი წლებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისობა საბაზრო პრინციპთან; და
ი) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს საქართველოს საწარმოს საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრაზე კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებაში.
საქართველოს საწარმოები, რომელთა ბრუნვაც საგადასახადო წლის განმავლობაში 8 000 000 ლარზე ნაკლებია ჩაითვლება, რომ აკმაყოფილებენ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს მაშინაც კი, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული ანალიზის შედეგად განსაზღვრული გარე შედარებადი ოპერაციის განახლება წარმოებს მხოლოდ ყოველ მესამე წელს, თუ არ ჰქონია არსებით ცვლილებას ადგილი საქართველოს საწარმოს სამეწარმეო საქმიანობაში, შესადარებელ საწარმოო ოპერაციებში ან შესაბამის ეკონომიკურ გარემოებებში.
ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში ინგლისურენოვანი დოკუმენტების თარგმნა ქართულად უნდა განხორციელდეს საქართველოს საწარმოს ხარჯით.
ოპერაციის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნას ელექტრონული ან ნაბეჭდი ფორმით.
თავი V
ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებე