ამ თავის შესაბამისად საქართველოს საწარმომ შეიძლება მოითხოვოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმება ერთ ან რამდენიმე კონტროლირებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, თუ სავარაუდოდ, ასეთი ოპერაციების მოცულობა გადააჭარბებს 50 000 000 ლარს.
ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს მოცული ოპერაციების განხორციელებამდე.
განაცხადი ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების მიღების მოთხოვნით წარდგენილ უნდა იქნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1291 მუხლის და ამ თავით განსაზღვრული წესების და პროცედურების შესაბამისა