შემოსავლების სამსახური განიხილავს ამ ინსტრუქციის 24-ე მუხლის შესაბამისად შედგენილ განაცხადს და თავდაპირველად გაითვალისწინებს საქართველოს საწარმოს მიერ შემოთავაზებულ ოპერაციების შეფასების მეთოდს.
ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში შემოსავლების სამსახურმა შეიძლება:
ა) მოითხოვოს საქართველოს საწარმოსგან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც მნიშვნელოვანია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოს კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად;
ბ) მოითხოვოს შეხვედრა საქართველოს საწარმოსთან კონკრეტული საკითხების განსახილველად;
გ) განახორციელოს საველე კვლევა და ადგილზე ვიზიტები საქართველოს საწარმოს ოპერაციების შესამოწმებლად;
დ) გაესაუბროს საქართველოს საწარმოს პერსონალს;
ე) მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო ხელშეკრულების პარტნიორებისგან ინფორმაციის გაცვლის პირობიდან გამომდინარე, მოქმედი საგადასახადო ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც მნიშვნელოვანია ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საწარმოებლად.
გაფორმებული ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შინაარსი და ოპერაციების შეფასების მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს საქართველოს საწარმოს მიერ განაცხადში შემოთავაზებულისაგან.
საქართველოს საწარმოს ან შემოსავლების სამსახურს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოლაპარაკების პროცესი ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმების შესახებ, თუ ნათელი ხდება, რომ მხარეები ვერ შეძლებენ ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების წარმატებით გაფორმება