დაშვებები წარმოადგენს „კრიტიკულ დაშვებებს“, თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული პერიოდის განმავლობაში მათი ცვლილება, აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ოპერაციების შეფასების მეთოდის და საბაზრო პრინციპის გამოყენებას ნაკლებად სანდოს ხდის. მაგალითები შეიძლება მოიცავდეს:
ა) დაშვებებს ტარიფებზე, იმპორტის გადასახადებზე, იმპორტის შეზღუდვებსა და სხვა სახის რეგულაციებზე;
ბ)დაშვებებს ეკონომიკურ პირობებზე, საბაზრო წილზე, საბაზრო პირობებზე, საბოლოო გაყიდვის ფასზე და გაყიდვების მოცულობაზე;
გ) დაშვებებს ოპერაციებში მონაწილე საწარმოების მიერ შესრულებული ფუნქციების და ნაკისრი რისკების ბუნებაზე;
დ) დაშვებებს ვალუტის გაცვლით კურსზე, საპროცენტო განაკვეთებზე, საკრედიტო რეიტინგსა და კაპიტალის სტრუქტურაზე (კაპიტალი ვალის მიმართ);
ე) დაშვებებს მმართველობით ან ფინანსურ აღრიცხვაზე და შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაციაზე; და
ვ) დაშვებებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასა და საგადასახადო ხელშეკრულებაზე (დებულებები ან მათი შესაძლო ცვლილებები).
2. თუ ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმებით მოცული პერიოდის განმავლობაში აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული კრიტიკული დაშვებები ირღვევა, ოპერაციების შეფასების წინასწარი შეთანხმება შეიძლება გადაისინჯოს, მოიშალოს ან შეწყდეს ამ ინსტრუქციის 33-ე – 35-ე მუხლების შესაბამისა