შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადასინჯოს ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების დებულებები, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან ერთ-ერთი მაინც დადგება:
ა) დაირღვა ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების დებულება;
ბ) შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზეც იქნა დადებული ცალმხრივი წინასწარი შეთანხმება;
გ) საქართველოს საწარმოსთან კონსულტაციის შედეგად.
ნებისმიერი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი ორმხრივად უნდა იქნას შეთანხმებული საქართველოს საწარმოსა და შემოსავლების სამსახურს შორი