1. არაუგვიანეს 2005 წლის 7 ნოემბრისა და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, კომისია ვალდებულია გაუგზავნოს ევროპარლამენტსა და საბჭოს წინამდებარე რეგულაციის განხორციელების ანგარიში, კერძოდ 47-ე მუხლის შესრულებასთან დაკავშირებით, რასაც უნდა დაერთოს შესაბამისი წინადადება. ანგარიში და წინადადება უნდა გახდეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

2. კომისია ვალდებულია, ეროვნული უწყებების უფლებების შეზღუდვის გარეშე, ჩაატაროს მონიტორინგი წინამდებარე რეგულაციის განხორციელების და მისი ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობაზე გავლენის, მომხმარებლების დაცვის, ინფორმაციით უზრუნველყოფისა და შიდა ბაზრის ფუნქციონირების თვალსაზრისით და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად წარმოადგინოს საკუთარი შეთავაზებებ