წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლის დღიდან დირექტივის 68/193/EEC მე-5ba(3) მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად და ამოქმედდეს:

„3. (a) თუ ვაზის გასამრავლებელი მასალიდან მიღებული პროდუქტი, გამიზნულია მე-3 მუხლით რეგულირებადი სურსათისათვის, ან იმ ცხოველის საკვებისათვის, რომელზეც ვრცელდება გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 22 სექტემბრის რეგულაციის (EC) No 1829/200334 მე-15 მუხლი, მაშინ მსგავსი ვაზის სახეობა შეიძლება დაშვებულ იქნესმხოლოდ აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად.

(b) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გასამრავლებელი მასალის ბაზაზე გამრავლებული ვაზის ჯიშებიდან წარმოებული პროდუქტები, რომლებიც გამიზნულია იმ სურსათისა და ცხოველის საკვებში გამოსაყენებლად, რომელიც დადგენილია „სურსათის შესახებ კანონის ზოგადი პრინციპებისა და მოთხოვნების განსაზღვრის, ევროპის სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბებისა და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ პროცედურების დადგენის შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 28 იანვრის რეგულაციით (EC) No 178/200235, დაიშვება თუკი მათი დაშვება მოხდა შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად