წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღიდან რეგულაცია (EC) No 258/97 შეიცვალოს შემდეგნაირად:

1. ამოღებულ იქნესშემდეგი დებულებები:

— 1(2)(a)(b)-ელი მუხლი;

— მე-3(2) მუხლის მეორე ქვეაბზაცი და მე-3 ქვეპუნქტი;

— მე-8(1)(d) მუხლი;

— მე-9 მუხლი.

2. მე-3 მუხლის მე-4 აბზაცის პირველი წინადადება შეიცვალოს შემდეგნაირად:

4. მე-2 აბზაციდან გამონაკლისის დაშვების გზით, 1(2)(d)(e)-ელი მუხლით გათვალისწინებული სურსათი და კვების პროდუქტების ინგრედიენტები დაექვემდებაროს მე-5 მუხლით დადგენილ პროცედურას, სამეცნიერო ხასიათის მტკიცებულებების და მე-4(3) მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კომპეტენტური უწყების დასკვნაზე დაყრდნობით, რაც წარმოადგენს არსებული სურსათისა და ცხოველის საკვების სრულ ეკვივალენტს მათი შემადგენლობის, საკვები ფასეულობის, მეტაბოლიზმის, დანიშნულებისა და არასასურველი შემადგენლობის თვალსაზრისით