რეგულაციაში (EC) …/…(*) შევიდეს შემდეგი შესწორებები:

1) პირველ მუხლში უნდა ჩაემატოს შემდეგი აბზაცი:

„1a. წინამდებარე რეგულაცია შეიძლება დამატებით გავრცელდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაზე (EC) No …/…, ცხოველის საკვების და სურსათის შესახებ კანონის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების შესაბამისობის უზრუნველყოფის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის ჩატარების შესახებ(**).

2) მე-2 მუხლში:

(a) პირველი აბზაცის (a), (b), (d) და (e) ქვეაბზაცები უნდა იქნეს ამოღებული; და

შემდეგი ქვეაბზაცები უნდა დაემატოს მე-2 აბზაცს

„(ba) რეგულაცია(EC) No …/…(***)".

(*) გთხოვთ მიუთითოთ რეგულაცია, რომელიც მოხსენიებულია დოკუმენტის დეკლარაციულ ნაწილში 45 (მე-2 და მე-3 სქოლიოს შორის).

(**) ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალური ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი და ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღი).“

(***) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

3) მე-3 მუხლში:

(a) პირველი აბზაცი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„1. „უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცონ დაწესებულებები რეგულაციის (EC) No …/…31(2)-ე მუხლით განსაზღვრული პერიოდის და წესის შესაბამისად; და

(b) მე-4 (a) და (b) აბზაცები და მე-6 აბზაცი უნდა იქნეს ამოღებული.

4) მე-9 მუხლი უნდა იქნეს ამოღებული.

5) მე-10 მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„მუხლი 10

რეგულაციის (EC) No 178/2002 მე-11 მუხლისა და რეგულაციის (EC) No …/…(*) VI კარის II თავით განსაზღვრული პრინციპებისა და პირობების ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად ამ თავში დადგენილი პროცედურები უნდა იქნეს გამოყენებული.“

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

6) მე-11 მუხლში:

(a) მე-2 აბზაცი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„2. მესამე ქვეყანა უნდა განთავსდეს ასეთ სიაში, მხოლოდ თუ ასეთი გაერთიანების მიერ ჩატარდა კონტროლი ამ ქვეყანაში რამაც აჩვენა, რომ უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ შესაბამის გარანტიებს, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No …/…(*) 48(3)-ე მუხლის შესაბამისად. თუმცა, მესამე ქვეყანა შესაძლოა აღმოჩნდეს ასეთ სიაში გაერთიანების მიერ კონტროლის ჩატარების მიუხედავად თუ:

(a) რისკი, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No …/…(*), 46(3)(a)-ე მუხლის შესაბამისად არ განაპირობებს მას; და

(b) გადაწყვეტილება მიღებულია კონკრეტული მესამე ქვეყნის სიაში დამატების შესახებ პირველი აბზაცის 1, თუ სხვა ინფორმაცია მიანიშნებს, რომ უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს.“

(b) მე-4 აბზაცში შესავალი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„4. სიების განახლების ან შედგენის დროს, განსაკუთრებით გათვალისწინებული უნდა იქნეს კრიტერიუმები, რომლებიც მოხსენიებულია რეგულაციის (EC) No …/… 46-ე და 48(3)-ე მუხლებში. ყურადღება აგრეთვე უნდა დაეთმოს:“ და

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

(c) მე-4 აბზაცის (b)-(h) ქვეაბზაცები უნდა იქნეს ამოღებული.

7. მე-14(2)(b) მუხლი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(b) ნებისმიერი კონკრეტული იმპორტის პირობები, რომელიც განსაზღვრულია რეგულაციის (EC) No …/… 48-ე მუხლის თანახმად.“

8) მე-18 მუხლის მე-17-20 ქვეპუნქტები უნდა იქნეს ამოღებულ