1. როდესაც უფლებამოსილი ორგანო დაადგენს, რომ ადგილი აქვს შეუსაბამობას, მან უნდა მიიღოს საჭირო ზომები, რათა ოპერატორმა გამოასწოროს მდგომარეობა. საჭირო ზომის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, თუ რა სახის შეუსაბამობას აქვს ადგილი და ბიზნესოპერატორის მიერ წარსულში შეუსაბამობასთან დაკავშირებული ფაქტები.

2. შესაბამის შემთხვევებში, ასეთი ზომები უნდა შეიცავდეს:

(a) სანიტარული პროცედურების დაწესებას ან ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საჭიროა ცხოველის საკვებისა და სურსათის უვნებლობისა და ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის, ასევე ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად;

(b) ცხოველის საკვების, სურსათის ან ცხოველების ბაზარზე განთავსებასთან, იმპორტსა ან ექსპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ან აკრძალვას;

(c) ცხოველის საკვებისა და სურსათის მონიტორინგს და საჭიროებისამებრ მის ბაზრიდან გამოთხოვას ან/და განადგურებას;

(d) უფლებამოსილებას იმისათვის, რომ ცხოველის საკვები და სურსათი გამოყენებულ იქნეს პირველადი დანიშნულების გარდა სხვა მიზნებისთვისაც;

(e) გარკვეული დროით შესაბამისი საწარმოს მუშაობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებას ან მის საერთოდ დახურვას;

(f) დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებას ან საერთოდ გაუქმებას;

(g) მესამე ქვეყნიდან მიღებული საქონლის პარტიების შესახებ მე-19 მუხლში მითითებულ ზომებს;

(h) ნებისმიერ სხვა ზომას, რომელთა მიღებასაც საჭიროდ ჩათვლის უფლებამოსილი ორგანო.

3. უფლებამოსილმა ორგანომ შესაბამის ბიზნესოპერატორს ან წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს:

(a) პირველი პუნქტის შესაბამისად მისაღები ზომების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილობითი შეტყობინება აღნიშნული გადაწყვეტილების განმაპირობებელ მიზეზებთან ერთად; და

(b) აღნიშნული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გასაჩივრების უფლების და შესაბამისი პროცედურისა და ვადების შესახებ ინფორმაცია.

4. საჭიროებისამებრ უფლებამოსილმა ორგანომ ასევე უნდა შეატყობინოს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მისი გადაწყვეტილების გაგზავნის შესახებ.

5. ამ მუხლიდან გამომდინარე გაწეული ყველა ხარჯი უნდა გაიღოს დამრღვევმა ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორმ