1. თუ მესამე ქვეყნებიდან ან მათი რეგიონებიდან საქონლის იმპორტირებისას დასაცავ დეტალურ პროცედურებსა და პირობებს არ ითვალისწინებს გაერთიანების კანონმდებლობა, კონკრეტულად კი რეგულაცია (EC) No …/2004(40), ისინი საჭიროებისამებრ უნდა განისაზღვროს 62(4)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. პირველ აბზაცში მოცემული პირობები და დეტალური პროცედურები უნდა შეიცავდეს:
(a) იმ მესამე ქვეყნების სიის შედგენას, საიდანაც I დანართში მოხსენიებულ ტერიტორიებზე შეიძლება მოხდეს კონკრეტული საქონლის იმპორტირება;
(b) იმ სერტიფიკატების ნიმუშების შექმნას, რომლებიც თან ახლავს საქონლის პარტიებს;
(c) პროდუქტის ტიპის ან ცხოველის სახეობიდან მასთან დაკავშირებულ რისკის ფაქტორებიდან გამომდინარე იმპორტის კონკრეტულ პირობებს.
3. მესამე ქვეყნები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნან შეყვანილი მე-2(a) აბზაცში მოცემულ სიებში, თუ მათი უფლებამოსილი ორგანოები წარმოადგენენ შესაბამის გარანტიებს ცხოველების საკვებისა და სურსათის შესახებ გაერთიანების კანონმდებლობის ან ცხოველთა ჯანდაცვის წესებთან შესაბამისობასა და ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით.
4. სიების შედგენისას და მათი განახლებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი კრიტერიუმები:
(a) მესამე ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა შესაბამის სექტორში;
(b) მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოსა და მისი მაკონტროლებელი სამსახურების სტრუქტურა და ორგანიზაცია, ასევე მისი/მათი უფლებამოსილებანი და ის გარანტიები, რომლებიც შესაძლოა გაიცეს შესაბამისი კანონმდებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით;
(c) ადეკვატური სახელმწიფო კონტროლის არსებობა;
(d) მესამე ქვეყნის მიერ საკვებსა და სურსათში და ცოცხალ ცხოველებში რისკის ფაქტორების არსებობის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის რეგულარულობა და დროულობა;
(e) მესამე ქვეყნის მიერ გაცემული გარანტიები იმის შესახებ; რომ:
(i) იმ დაწესებულებების მიმართ წაყენებული პირობები, საიდანაც ხდება ცხოველის საკვებისა და სურსათის იმპორტი გაერთიანების ტერიტორიაზე, შეესაბამება ან ეკვივალენტურია ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ გაერთიანების კანონის მოთხოვნებისა;
(ii) ასეთი დაწესებულებების სია შედგენილია და ხდება მისი მუდმივად განახლება;
(iii) ასეთი დაწესებულებების სია და მისი განახლებული ვარიანტები დაუყოვნებლივ მიეწოდება კომისიას;
(iv) ეს დაწესებულებები ექვემდებარება მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მუდმივად და ეფექტიანად განხორციელებულ კონტროლს.
5. მე-2(c) აბზაცში მოცემული იმპორტის სპეციალური პირობების მიღების დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი მესამე ქვეყნების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და საჭიროებისამებრ ამ მესამე ქვეყნებში გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგები. ერთი კონკრეტული პროდუქტისათვის ან პროდუქტთა ჯგუფისათვის შეიძლება დაწესდეს იმპორტის განსაკუთრებული პირობები, რომლებიც გავრცელდება ერთ კონკრეტულ მესამე ქვეყანაზე, მის რეგიონებზე ან მესამე ქვეყნების ჯგუფზ