1. ეკვივალენტური შეთანხმების ან დამაკმაყოფილებელი აუდიტის განხორციელების შემდეგ, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად და იმის აღიარებით, რომ ის ზომები, რომლებსაც მესამე ქვეყნები ან მათი რეგიონები იღებენ, კონკრეტულ ადგილებში გვთავაზობენ გარანტიებს, რომლებიც ეკვივალენტურია გაერთიანებაში მიღებული გარანტიებისა იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნები წარმოადგენენ ობიექტურ მტკიცებულებას.

2. პირველ აბზაცში მოცემულ გადაწყვეტილებაში უნდა იყოს მოცემული ის პირობები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ მესამე ქვეყნიდან ან მესამე ქვეყნის რეგიონიდან იმპორტისას.

ეს პირობები შეიძლება შეიცავდეს:

(a) იმ სერტიფიკატების ტიპს და აღწერილობას, რომლებიც თან უნდა ახლდეს პროდუქტებს;

(b) გაერთიანების ტერიტორიაზე იმპორტის განსახორციელებლად საჭირო კონკრეტულ მოთხოვნებს;

(c) საჭიროების შემთხვევაში, რეგიონის ან დაწესებულებების სიების შედგენის და მათში ცვლილებების შეტანის წესებს საიდანაც ნებადართულია იმპორტი.

3. პირველ აბზაცში მოხსენიებული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად იგივე პროცედურების შესაბამისად და დაუყოვნებლივ, მისი ეკვივალენტურად აღიარების პირობებიდან ნებისმიერის შეუსრულებლობის შემთხვევაშ