1. კომისია ვალდებულია მოსთხოვოს იმ მესამე ქვეყნებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საქონლის ექსპორტს გაერთიანების ტერიტორიაზე, წარმოადგინონ შემდეგი ზუსტი და უახლესი ინფორმაცია სანიტარული კონტროლის სისტემების ზოგადი ორგანიზაციისა და მართვის შესახებ:

(a) მის ტერიტორიაზე მიღებული ან წარდგენილი ნებისმიერი სანიტარული ან ფიტოსანიტარული რეგულაციები;

(b) მის ტერიტორიაზე განხორციელებული ნებისმიერი კონტროლის ან ინსპექციის პროცედურები, წარმოებისა და კარანტინის პროცედურები, პესტიციდებისადმი მგრძნობელობისა და საკვების დანამატების სანქცირების პროცედურები, რომლებიც მის ტერიტორიაზე მოქმედებს;

(c) რისკის შეფასების პროცედურები, მხედველობაში მიღებული ფაქტორები და სანიტარული და ფიტოსანიტარული დაცვის დადგენილი დონე;

(d) საჭიროებისამებრ, 46-ე მუხლში მოხსენიებული კონტროლის განხორციელების შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შედეგები.

2. პირველ აბზაცში მოხსენიებული ინფორმაცია უნდა იყოს საქონლის ტიპის პროპორციული და ითვალისწინებდეს მესამე ქვეყნის კონკრეტული სიტუაციის, სტრუქტურისა და გაერთიანებაში ექსპორტირებული პროდუქციის ტიპს. იგი უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, გაერთიანებაში საექსპორტოდ განკუთვნილ საქონელს.

3. პირველ და მე- 2 აბზაცებში მოცემული ინფორმაცია შეიძლება ასევე უკავშირდებოდეს:

(a) გაერთიანებაში საექსპორტოდ განკუთვნილი საქონლის ეროვნული კონტროლის შედეგებს;

(b) მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც დაფიქსირდა კონტროლის შესაბამისი სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციონირებაში გაერთიანების მოთხოვნების ან რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად.

4. თუ მესამე ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის მოწოდებას, ან თუ ასეთი ინფორმაცია არ არის სრული, უნდა დაწესდეს იმპორტის კონკრეტული პირობები 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ეს უნდა მოხდეს შესაბამის მესამე ქვეყანასთან კონსულტაციების შემდეგ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე და უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს.

5. ინსტრუქციები, რომლებიც აკონკრეტებენ, თუ როგორ უნდა მომზადდეს პირველ, მე- 2 და მე-3 აბზაცებში მოცემული ინფორმაცია და წარედგინოს კომისიას, ასევე ის გარდამავალი ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევენ მესამე ქვეყნებს მოამზადონ ეს ინფორმაცია, უნდა დადგინდეს 62(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა