1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა:
(a) განახორციელონ 41-ე მუხლში მოხსენიებული გეგმა პირველად არაუგვიანეს 2007 წლის 1 იანვრისა; და
(b) მოახდინონ მისი რეგულარული განახლება დახვეწის მიზნით; და
(c) კომისიას მოთხოვნისამებრ მიაწოდონ გეგმის უახლესი ვერსია.
2. თითოეულ ასეთ მრავალწლიან ეროვნული კონტროლის გეგმაში, უნდა შედიოდეს ზოგადი ინფორმაცია ცხოველის საკვებისა და სურსათის კონტროლის სისტემების სტრუქტურისა და ორგანიზების შესახებ, ასევე ინფორმაცია შესაბამის წევრ სახელმწიფოებში ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შემოწმებაზე. კერძოდ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგს:
(a) გეგმის სტრატეგიულ მიზნებს და გზებს რომელთა მეშვეობითაც აღნიშნული მიზნები აისახება კონტროლის განხორციელების პრიორიტეტებზე და რესურსების გადანაწილებაზე;
(b) შესაბამისი ღონისძიებების რისკის ფაქტორის მიხედვით დაყოფას;
(c) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისა და მათი ამოცანების განსაზღვრას ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და ასეთი ორგანოებისათვის ხელმისაწვდომ რესურსების დადგენას;
(d) სახელმწიფო კონტროლის ზოგად ორგანიზებას და მართვას ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე მათ შორის კონკრეტულ დაწესებულებებში სახელმწიფო კონტროლის ჩათვლით;
(e) სხვადასხვა სექტორებში გამოყენებულ კონტროლის სისტემებს და აღნიშნულ სექტორებში სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოს სხვადასხვა სამსახურების კოორდინირებას;
(f) შესაბამის შემთხვევებში, მაკონტროლებელი ორგანოებისთვის ამოცანათა დელეგირებას;
(g) მე-4(2) მუხლში მოცემულ სამუშაო კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდებს;
(h) მე-6 მუხლში მოხსენიებული სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პერსონალის ტრენინგს;
(i) მე-8 და მე-9 მუხლებში მოხსენიებულ დოკუმენტირებულ პროცედურებს;
(j) ცხოველის საკვებითა და სურსათით მოწამვლის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სხვა სარისკო შემთხვევების დროს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების ორგანიზებასა და გამოყენებას;
(k) თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარების ორგანიზებას.
3. მრავალწლიან ეროვნულ კონტროლის გეგმებში შეიძლება მოხდეს კორექტირების შეტანა მათი განხორციელების პროცესში. ცვლილებები და დამატებები უნდა იქნეს შეტანილი შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
(a) ახალი კანონმდებლობა;
(b) ახალი დაავადებების ან ჯანმრთელობისათვის სხვა რისკის ფაქტორების აღმოცენება;
(c) უფლებამოსილი ეროვნული ორგანოების სტრუქტურაში, მენეჯმენტსა და საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილებები;
(d) წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგები;
(e) გაერთიანების მიერ 45-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგები;
(f) 43-ე მუხლში მოხსენიებულ ინსტრუქციებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება;
(g) მეცნიერული დასკვნები;
(h) წევრ სახელმწიფოში მესამე ქვეყნის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებ