1. კომისიამ დროულად უნდა გაუწიოს კოორდინირება წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ ზომებს, როცა იგი წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული ინფორმაციით ან სხვა წყაროებიდან შეიტყობს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ან შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და გაერთიანების ინტერესის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს, და ასევე მაშინ, როცა:

(a) ასეთ ღონისძიებებს მოჰყვება ან შესაძლოა მოჰყვეს არასასურველი შედეგები რამდენიმე წევრ სახელმწიფოში;

(b) აღმოჩნდება, რომ მსგავსი ღონისძიებები განხორციელდა რამდენიმე წევრ სახელმწიფოში; ან

(c) წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ შეთანხმებულად განახორციელონ ის ზომები, რომლებიც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაშია მისაღები.

2. როცა დანიშნულების ადგილზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი გვიჩვენებს, რომ ადგილი აქვს მოთხოვნების განმეორებად შეუსრულებლობას ან საკვები და სურსათი პირდაპირ ან გარემოს მეშვეობით რისკს უქმნის ადამიანებს, მცენარეებსა და ცხოველებს, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომისიასა და სხვა წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს.

3. კომისიას შეუძლია:

(a) შესაბამის წევრ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით გაგზავნოს საინსპექციო ჯგუფი ადგილზე სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად;

(b) მოსთხოვოს ტვირთის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს გააძლიეროს შესაბამისი სახელმწიფო კონტროლი და აცნობოს მიღებული ზომებისა და ქმედების შესახებ.

4. თუ მე-2 და მე-3 აბზაცებში მითითებული ზომები მიიღება იმისათვის, რომ გამოსწორდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის ბიზნესოპერატორის მხრიდან დაფიქსირებული შეუსაბამობის პრობლემა, უფლებამოსილმა ორგანომ ასეთი ზომების მიღების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი ხარჯის ანაზღაურება შესაბამის საწარმოს უნდა დააკისროს.

კარი V

კონტროლის გეგმე