1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ან მეტი საკონტაქტო ორგანო, რომელთა მეშვეობითაც მოხდება კავშირის დამყარება საჭიროებისამებრ სხვა წევრი სახელმწიფოების საკონტაქტო ორგანოებთან. აღნიშნულ ორგანოებს ეკისრებათ როლი ხელი შეუწყონ და კოორდინირება გაუწიონ უფლებამოსილ ორგანოებს შორის კავშირს, კერძოდ დახმარებისათვის მიმართული თხოვნების გადაცემას და მიღებას.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეატყობინონ კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს მათ მიერ დანიშნული საკონტაქტო ორგანოების შესახებ ყველა შესაბამისი დეტალისა და მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3. პირველი აბზაცის შეუზღუდავად, საკონტაქტო ორგანოების დანიშვნა არ გამორიცხავს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების პერსონალს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას, ინფორმაციის გაცვლას ან თანამშრომლობას.
4. უფლებამოსილმა ორგანოებმა, რომლებზეც ვრცელდება 1989 წლის 21 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 89/608/EEC ვეტერინარული და ზოოტექნიკური საკითხების შესახებ კანონმდებლობის სწორი და მიზანშეწონილი გამოყენების უზრუნველსაყოფად წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთდახმარებისა და ამ უკანასკნელსა და კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ(39), უნდა იქონიონ კავშირი შესაბამის ორგანოებთა