1. ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით შემოღებული სახელმწიფო სერტიფიცირების მოთხოვნების შეზღუდვის გარეშე, კომისიის მიერ შესაძლებელია 62(3)-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების მიღება, რომელიც ეხება:

(a) გარემოებებს, რომელთა დროსაც საჭიროა სახელმწიფო სერტიფიცირება;

(b) სერტიფიკატის ნიმუშებს;

(c) სერტიფიცირების განმახორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციას;

(d) სერტიფიცირების საიმედოობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პრინციპების გამოყენებას, მათ შორის ელექტრონული სერტიფიცირებისას;

(e) სერტიფიკატების ჩამორთმევის ან მათი შეცვლის შემთხვევაში საჭირო პროცედურების დაცვას;

(f) ტვირთის იმ პარტიებს, რომლებიც გაყოფილია უფრო მცირე პარტიებად ან შერეულია სხვა პარტიებში;

(g) ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც თან უნდა ახლდეს ტვირთს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების შემდეგ.

2. სახელმწიფო სერტიფიცირების საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი:

(a) სერტიფიკატსა და ტვირთს შორის შესაბამისი კავშირის არსებობა;

(b) სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და უტყუარობა.

3. შესაბამის შემთხვევებში, სერტიფიკატის ერთიანი ნიმუში უნდა აერთიანებდეს ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო სერტიფიცირების და სახელმწიფო სერტიფიცირებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნებ