1. წინამდებარე თავში მითითებული სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისათვის, უფლებამოსილმა ორგანოებმა და საბაჟო სამსახურებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

2. ცხოველური წარმოშობის ცხოველის საკვებისა და სურსათის პარტიებთან და მე-15(5) მუხლში მითითებულ ცხოველის საკვებსა და სურსათთან დაკავშირებით, საბაჟო სამსახურებმა არ უნდა დაუშვან მათი შესვლა ან ჩატვირთვა-გადმოტვირთვა თავისუფალ ზონებში ან თავისუფალ საწყობებში უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე.

3. თუ ნიმუშები აღებულია, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეატყობინოს საბაჟო სამსახურებს და შესაბამის ოპერატორებს და მიუთითოს, შესაძლებელია თუ არა საქონლის გათავისუფლება მანამდე, ვიდრე არ გახდება ცნობილი აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები იმ პირობით, რომ ამ პარტიის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი იყოს.

4. თუ საქონელი დაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში, უფლებამოსილმა ორგანოებმა და საბაჟო სამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ რეგულაციის (EEC) No 339/93 მე-2-6 მუხლებში მოცემული მოთხოვნების შესაბამისა