1. მესამე ქვეყანის მიერ განხორციელებული კონკრეტული წინასაექსპორტო შემოწმება ცხოველების საკვებსა და სურსათზე მის გაერთიანებაში ექსპორტირებამდე იმის დადასტურების თვალსაზრისით, რომ ექსპორტირებული პროდუქტი აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს, უნდა იქნეს დამტკიცებული 62(3)-ე მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად. სანქცია შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ საკვებსა და სურსათზე, რომელიც წარმოებულია მესამე ქვეყანაში და შეიძლება დაშვებულ იქნეს ერთ ან მეტ პროდუქტზე.
2. შემოწმების სანქცირების შედეგად ცხოველის საკვებსა და სურსათზე განხორციელებული საიმპორტო კონტროლის სიხშირე შეიძლება შემცირდეს. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ სახელმწიფო კონტროლი იმ საკვებსა და სურსათზე, რომელიც იმპორტირებულია პირველ აბზაცში მოცემული სანქცირების შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მესამე ქვეყანაში განხორციელებული წინასაექსპორტო კონტროლის ეფექტიანობა.
3. პირველ აბზაცში აღნიშნული სანქცირება შეიძლება დაიშვას მესამე ქვეყნისთვის მხოლოდ მაშინ, თუ:
(a) გაერთიანების მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგად გამოვლინდება, რომ გაერთიანებაში ექსპორტირებული ცხოველების საკვები და სურსათი აკმაყოფილებს გაერთიანების ან ეკვივალენტურ მოთხოვნებს;
(b) მესამე ქვეყანაში გაგზავნის წინ განხორციელებული კონტროლი მიჩნეულია საკმარისად ეფექტურად და ოპტიმალურად იმისათვის, რომ მოხდეს დოკუმენტური, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმებების ჩანაცვლება ან შემცირება.
4. პირველ პუნქტში აღნიშნულ სანქცირებაში უნდა იყოს მითითებული მესამე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, რომლის პასუხისმგებლობითაც ხორციელდება წინასაექსპორტო შემოწმებები და, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო, რომლისთვისაც უფლებამოსილ ორგანოს დელეგირებული აქვს გარკვეული ამოცანების შესრულება. ასეთი დელიგირება დამტკიცებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დააკმაყოფილებს მე-5 მუხლში მითითებულ კრიტერიუმებს ან ეკვივალენტურ პირობებს.
5. სანქცირებაში მითითებული უფლებამოსილი ორგანო ან ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო პასუხისმგებელია გაერთიანებასთან კავშირის დამყარებაზე.
6. მესამე ქვეყნის უფლებამოსილმა ან მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს I დანართში მოცემულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე შესვლამდე თითოეული პარტიის სახელმწიფო სერტიფიცირება. პირველ აბზაცში მოხსენიებულ სანქცირებაში უნდა იყოს დაკონკრეტებული აღნიშნული სერტიფიკატების მოდელი.
7. ევროპის კავშირის რეგულაციის (EC) No 178/2002 50(3)-ე მუხლის შეუზღუდავად, თუ მე-2 აბზაცში მოხსენიებულ პროცედურაზე დაქვემდებარებულ იმპორტზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდება შეუსაბამობა, წევრმა სახელმწიფოებმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ გაერთიანებას, სხვა წევრ სახელმწიფოებს და შესაბამის ოპერატორებს წინამდებარე რეგულაციის IV კარით განსაზღვრული წესის შესაბამისად. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ შემოწმებული პარტიების რაოდენობა, და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ სიტუაციის სწორი ანალიტიკური კვლევა და შესაბამის პირობებში შეინახონ ნიმუშების შესაბამისი რაოდენობა.
8. თუ აღმოჩნდება, რომ პარტიების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ შეესაბამება იმ სერტიფიკატებში მითითებულ ინფორმაციას, რომლებიც გაიცა მესამე ქვეყნის მაკონტროლებელი ან უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მე-2 აბზაცში მოხსენიებული შემცირებული სიხშირე ძალას კარგავ