1. წინასაპროექტო კვლევის ჩატარების მიზანია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის ფიზიკური პირობებისა და მახასიათებლების გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების განსაზღვრა და მათი ცვლილებების პროგნოზირება.
2. წინასაპროექტო კვლევა უნდა განხორციელდეს:
ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისთვის;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შედგენისთვის;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
3. წინასაპროექტო კვლევა ტარდება კოდექსის 103-ე, 106-ე და 108-ე მუხლების მიზნებისთვის.
4. ამ მუხლის მიზნებისთვის წინასაპროექტო კვლევა შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
ა) ტოპოგრაფიული კვლევა:
ბ) არსებული შენობა-ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობის კვლევა;
გ) განაშენიანების კვლევა;
დ) დოკუმენტური კვლევა;
ე) მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევა;
ვ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კვლევის ჩატარება II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას სავალდებულოა (გარდა ისეთი სახის რეკონსტრუქციისა, რომელიც საპროექტო ნაკვეთზე არ ცვლის ტოპოგრაფიულ სურათს).
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კვლევის ჩატარება II-IV კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისას სავალდებულოა.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კვლევის ჩატარება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მიწის ნაკვეთზე არ მოქმედებს განაშენიანების დეტალური გეგმა. ასეთი კვლევა ტარდება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევის საჭიროებას ცალკეულ შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ადგენს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო.
9. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევის ჩატარება სავალდებულოა, თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება.
10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევის ჩატარება სავალდებულოა II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შინაარსი განისაზღვრება ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.
11. წინასაპროექტო კვლევის ჩატარების საჭიროების, შემადგენლობის, მოცულობისა და მეთოდის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე უკვე არსებული ინფორმაცი