1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საკადასტრო მონაცემები და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ბ) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამისი რეკვიზიტები), ხოლო წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში – სათანადო რწმუნებულება;

გ) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნას მიწის ნაკვეთის/შენობა-ნაგებობის განვითარებასთან დაკავშირებით;

დ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა არსებული მდგომარეობით (მასშტაბი 1:500 ან 1:1000);

ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა (საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საკადასტრო რუკა) დადგენილი მასშტაბით;

ვ) მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;

ზ) თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი ფოტოსურათი;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.

2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების თაობაზე განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია.

3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ განცხადება  და არსებობის შემთხვევაში, თანდართულ დოკუმენტაცია ხელმოწერილი/დამოწმებული უნდა იყოს მისი შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ (მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში მოქმედებს შესაბამისი წესი).

თავი V. სანებართვო დოკუმენტაცია და მშენებლობის შეტყობინებაზე თანდართული დოკუმენტაც