1. კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, დეტალური არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას.

2. დეტალური არქიტექტურული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს:

ა) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს;

ბ) არქიტექტურული ელემენტების (კარ-ფანჯრები, ჟალუზები და სხვ.), დეტალების (გაფორმების ელემენტები, ნაკეთობები და ა.შ.) და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაციას;

გ) საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემებს, მათ დეტალურ ნახაზებსა და სპეციფიკაციებს;

დ)  ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც  კ-3 კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული);

ე) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა), ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო   ინფრასტრუქტურაზე   (გარდა  6000  კვ. მ-ზე   ნაკლები   ფართობის   შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და ღამის კლუბის, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტების, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საკულტო ნაგებობისა).

3. დეტალური არქიტექტურული პროექტი, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ტექნიკური მაჩვენებლების გარდა, ასევე უნდა მოიცავდეს: შენობა-ნაგებობის სამშენებლო ფართობს; შენობა-ნაგებობის სამშენებლო მოცულობას; შენობა-ნაგებობის საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების მახასიათებლებ