1. არქიტექტურული ესკიზი შეიძლება მომზადდეს არქიტექტურული კონცეფციის ცალკეულ ნაწილზე (მაგ., ექსტერიერის გადაწყვეტა, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება), კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამ წესის 22-ე მუხლის მიზნების შესაბამისად.
2. არქიტექტურული ესკიზი საჭიროების (დასმული საკითხის) შესაბამისად უნდა მოიცავდეს:
ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ბ) განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ);
გ) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის:
გ.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს;
გ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობს;
გ.გ) შენობა-ნაგებობის ფართობს;
გ.დ) შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს;
დ) მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნიშნულებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების და სხვა ასპექტების ასახვით);
ე) შენობა-ნაგებობის ფასადების სქემატურ ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით, ასევე, ფასადებზე გამოყენებული ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით);
3. საჭიროების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მიწის ნაკვეთის არსებული მდგომარეობის ამსახველი სიტუაციური გეგმა სათანადო დეტალიზაციით (მდებარეობა საქალაქო ქუჩების მიხედვით) ან/და ორთოფოტოგეგმა;
ბ) შენობა-ნაგებობის მახასიათებელი სქემატური ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით);
გ) შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის სქემატური გეგმები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით);
დ) შენობა-ნაგებობის აქსონომეტრიული ნახაზი ან/და ფოტომონტაჟი (ძირითადი მოსაპირკეთებელი მასალისა და მათი ფერების მითითებით).
4. თუ არქიტექტურული ესკიზი მზადდება I კლასის შენობა-ნაგებობაზე ან არქიტექტურული კონცეფციის ნაწილზე, მაშინ ამ მუხლის მე-2-მე-3 ნაწილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია მოითხოვება შესაბამისა