1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები გაიცემა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები უნდა მოიცავდეს:

ა) საკადასტრო მონაცემებს და საჯარო რეესტრის ამონაწერს;

ბ) მიწის ნაკვეთის ან /და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ ძირითად მოთხოვნებს:

ბ.ა) ფუნქციურ ზონას;

ბ.ბ) გამოყენების სახეობას;

ბ.გ) განაშენიანების ძირითად პარამეტრებს;

ბ.დ) განაშენიანების სახეობას;

ბ.ე) მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების ხაზებს ან/და განაშენიანების სავალდებულო ხაზებს) და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის პირობებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე სართულიანობას;

ბ.ვ) სამშენებლო საქმიანობის სახეს;

გ) სხვა მონაცემებს:

გ.ა) არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე დარგობრივი გეგმებით დადგენილ რეჟიმებს (მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა);

გ.ბ) მიწის ნაკვეთზე ან/და შენობა-ნაგებობაზე წინასაპროექტო კვლევის შედეგად გამოვლენილ ასპექტებ