1. წინასამონიტორინგო ანალიზის ფარგლებში სამსახური ახდენს იმ ინფორმაციის და გარემოებების ანალიზს, რომელსაც მოიპოვებს:

ა) საჯარო ინფორმაციის წყაროებიდან;

ბ) მოკვლევის ღონისძიებებიდან;

გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმისგან (მათ შორის, წარმომადგენლებთან გასაუბრებიდან);

დ) სარეგისტრაციო (მათ შორის, განახლებადი) დოკუმენტაციიდან/ინფორმაციიდან;

ე) დიაგნოსტიკური ანგარიშიდან, ქსელის ფარგლებში ხარისხის კონტროლის მიმოხილვიდან ან უკანასკნელი მონიტორინგის შედეგებიდან (არსებობის შემთხვევაში).

2. წინასამონიტორინგო ანალიზის საფუძველზე სამსახური იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორის/აუდიტორული ფირმის სრული (კომპლექსური) ან თემატური მონიტორინგის თაობაზე და ადგენს მონიტორინგის გეგმა