1.  აუდიტორულ ფირმას, რომელსაც სურს ჩაატაროს სდპ-ს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი,  კანონით და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:

ა) ჰყავდეს არანაკლებ 2 (ორი) გარიგების პარტნიორი;

ბ) ჰყავდეს არანაკლებ 2 (ორი) გარიგების დამოუკიდებლად შემსრულებელი ჯგუფი;

გ) საჭიროების შემთხვევაში –  დარგის ექსპერტი (აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი  (ISA -  220);

დ) ელექტრონული ფორმით დანერგილი ჰქონდეს აუდიტის მართვისა და ინფორმაციის დოკუმენტირების  არქივაციის საშუალება;

ე) ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა;

ვ) აკმაყოფილებდეს მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს.

2. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შემსრულებელი გარიგების პარტნიორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს   გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის შეფასება, კანონმდებლობის/პროფესიული სტანდარტების ან/და აუდიტორული ფირმის  პოლიტიკის დამატებითი მოთხოვნების შესაბამისად

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის კონტროლის მიმომხილველი შესაძლებელია იყოს პარტნიორი, ფირმაში დასაქმებული სხვა პირი, შესაფერისი კვალიფიკაციის მქონე პირი ფირმის გარეთ ან ამგვარი პიროვნებებისაგან შემდგარი ჯგუფი (რომელთაგან არც ერთი არ არის სამუშაო ჯგუფის წევრი), რომლებსაც გააჩნიათ საკმარისი და შესაფერისი გამოცდილება და უფლებამოსილება, რომ ობიექტურად შეაფასოს სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი განხილვები და გარიგების დასკვნის (ანგარიშის) შესადგენად გამოტანილი დასკვნები.

4. გარიგების პარტნიორს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ აუდიტორული გარიგების ხარისხზე, რომელზეც ის არის დანიშნული. ხარისხის კონტროლის მიმომხილველი არ არის პასუხისმგებელი იმ აუდიტორულ დასკვნაზე,  რომლის შეფასებასაც ახორციელებს.

მუხლის 14. მონიტორინგის სახეები

1. მონიტორინგის სახეებია სრული (კომპლექსური) და თემატური მონიტორინგი.

2. სრული (კომპლექსური) მონიტორინგი მოიცავს დანერგილი ხარისხის კონტროლის სისტემის ყველა ელემენტს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რამაც შეიძლება ხარისხის უზრუნველყოფაზე გავლენა მოახდინოს.

3. თემატური  მონიტორინგი მოიცავს ხარისხის კონტროლის სისტემის იმ ცალკეულ ელემენტებს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რაც სამსახურის მიერ განსაზღვრულია რისკის მატარებლად. მონიტორინგის შედეგად აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის მიცემული შესასრულებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი ხორციელდება თემატური მონიტორინგით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში გამოვლინდა მონიტორინგის სრულად (კომპლექსურად) ჩატარების  საფუძველი.

4. თემატური შემოწმების მსვლელობისას აღმოჩენილი რისკების შინაარსიდან და აუდიტორულ მომსახურებაზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენიდან გამომდინარე მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა გადაწყვიტოს სრული მონიტორინგის ჩატარებ