1. მონიტორინგი ხორციელდება არანაკლებ 2 ინსპექტორისგან შემდგარი მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, რომელთაგან ერთ-ერთი, სამსახურის მიერ ინიშნება მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად.
2. სამსახური უზრუნველყოფს ინსპექტორების კვალიფიკაციის, ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.
3. ინსპექტორს არ აქვს უფლება ჩაატაროს მონიტორინგი იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგამდე ან მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა მასსა და აუდიტორს ან აუდიტორულ ფირმას, მათ შორის მის სისტემაში არსებულ პირებს შორის არსებული ან სამომავლო ურთიერთობა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონიტორინგის შედეგებზ