1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის  განხორციელება დაიწყოს კანონით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, წინა მონიტორინგის შედეგების)  ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.

2. რისკების მართვის პროცესში  მოცული უნდა იქნეს რეესტრში ასახული, ყველა აუდიტორი,  აუდიტორული ფირმა და მისი ყველა გარიგების პარტნიორი.

3. სამსახური უფლებამოსილია რისკის შეფასების პროცესში ჩართოს შესაბამისი რეპუტაციის, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.

4. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმისათვის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე,   განახორციელოს ცალკეული გარიგების პარტნიორის მიერ  შესრულებული გარიგებების მონიტორინგ