1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დარგის ექსპერტი - პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია ექსპერტული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის გარდა სხვა სფეროში და რომლის მიერ აღნიშნულ სფეროში შესასრულებელ სამუშაოს იყენებს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების მოპოვებაში დასახმარებლად. აუდიტორიული ფირმის ექსპერტი შეიძლება იყოს აუდიტორული ფირმის შიდა  (რომელიც არის ამ აუდიტორის ფირმის ან ფირმების ქსელის პარტნიორი ან თანამშრომელი, მათ შორის დროებითი თანამშრომელი) ან გარე ექსპერტი;

ბ) შესასრულებელი ღონისძიებები – სამსახურის მიერ მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოსწორების გეგმაში ასახული იმ  ღონისძიებათა  ჩამონათვალი (შესასრულებელი ვადების მითითებით), რაც სავალდებულოა  აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის;

გ) რეკომენდაცია – მონიტორინგის შედეგად ხარისხის კონტროლის სისტემასთან მიმართებაში სამსახურის მიერ აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმისათვის განსაზღვრული შესასრულებელი მოთხოვნები;

დ) პროფესიული სტანდარტები – კანონის შესაბამისად დადგენილი  სტანდარტები;

ე) ინსპექტორი – კანონის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომლის მეშვეობით სამსახური ახორციელებს აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მონიტორინგს;

ვ) აუდიტორი –  აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) რეგისტრირებული აუდიტორი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული მომსახურება   ინდივიდუალურად.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონის მოთხოვნათა შესაბამისა