ეს წესი განსაზღვრავს საქართველოში აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურების) ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ აუდიტორის და აუდიტორული (აუდიტური) ფირმის (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) და აუდიტორული ფირმის გარიგების პარტნიორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის (შემდგომ – მონიტორინგი) განხორციელების ადმინისტრირების საფუძვლებს,  სამსახურის მიერ რისკის მართვის, პროფესიული ორგანიზაციის მიერ გაცემული დიაგნოსტიკური ანგარიშის (შემდგომ – დიაგნოსტიკური ანგარიში) წარდგენის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების (შემდგომ – მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი) მიერ პროცედურების გონივრულად და სამართლიანად წარმართვის, წინასწარი და საბოლოო შედეგების განხილვის, რეკომენდაციის გაცემის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებ