1.   მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით წარდგენილი განცხადება (შემდგომ – განცხადება) უნდა მოიცავდეს:

ა) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მოტივაციას;

ბ) დიაგნოსტიკურ ანგარიშს ან/და ხარისხის კონტროლის სისტემის მიმოხილვას ქსელის ფარგლებში;

გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ ინფორმაციას, დანართი №2-ის შესაბამისად.

2.  განცხადების განხილვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) განმცხადებელი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესწავლა, სამსახურის სისტემაში არსებული და დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე;

ბ) დიაგნოსტიკური ანგარიშის ან/და ქსელის ფარგლებში ხარისხის კონტროლის სისტემის მიმოხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/დასკვნის  განხილვა;

გ) გასაუბრება  აუდიტორთან, აუდიტორულ ფირმის  გარიგების პარტნიორებთან და ფირმის ხელმძღვანელობასთან;

დ) აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის განსაზღვრა, შესაბამისი და ადეკვატური მონიტორინგის განხორციელების მიზნით;

ე) განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

3. თუ განცხადების განხილვისას სამსახურის სისტემაში არსებული ინფორმაცია არ ასახავს მიმდინარე თარიღისათვის  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მონიტორინგის პროცესის სწორად დაგეგმვის უზრუნველსაყოფად სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას მოსთხოვოს არსებული  ინფორმაციის განახლება.

4. სამსახური განცხადებას განიხილავს და განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მე-7 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში.

5. გადაწყვეტილება აუდიტორულ ფირმას ეგზავნება  გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.  მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ეგზავნება ასევე ელექტრონული საშუალებებით.

6. სამსახური ვალდებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა დაიწყოს მონიტორინგ