1. მონიტორინგი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) წინასამონიტორინგო ანალიზი;
ბ) მონიტორინგის გეგმის შედგენა;
გ) მონიტორინგის ძირითადი პროცედურები;
დ) მონიტორინგის ძირითად პროცედურების საფუძველზე მონიტორინგის წინასწარი შედეგების მომზადება და აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის წარდგენა;
ე) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წინასწარ შედეგებზე, მათ შორის გამოსწორების გეგმაზე და რეკომენდაციაზე წარმოდგენილი შენიშვნების/წინადადებების, განხილვა და მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მომზადება;
ვ) მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის დამტკიცება.
2. მონიტორინგისას, თუ დგას სუბიექტის ან მესამე პირის შეცდომაში შეყვანის, შეცდომის გამოწვევის ან/და მოსალოდნელი გაუგებრობის რისკი, სამსახური უფლებამოსილია მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარუდგინოს საკითხით დაინტერესებულ ორგანოს/სახელმწიფო უწყება