1. მონიტორინგის პროცესში და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიღებული ინფორმაციის და განმარტებების ანალიზის საფუძველზე მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი ამზადებს და აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას წარუდგენს მონიტორინგის წინასწარ შედეგებს.

2. მონიტორინგთან დაკავშირებით წინასწარი შედეგების წარდგენა ხდება სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ინფორმაციის სრულად მიღება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და მონიტორინგს დაქვემდებარებული პირი.

3. წინასწარ შედეგების ამსახველ ანგარიშში წარმოდგენილია მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ მონიტორინგის მსვლელობის შედეგად გამოვლენილი ფაქტები, რეკომენდაციები და წინასწარი დასკვნითი შეფასება (კატეგორია). ასევე,  გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები და შესასრულებელი ღონისძიებები.

4. აუდიტორი, აუდიტორული ფირმა ან/და მასში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი, აუდიტორი ან გარიგების პარტნიორი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი მონიტორინგის ანგარიშის წინასწარი შედეგების განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტებები (მათ შორის, ზეპირი ფორმით).

5. აუდიტორი და აუდიტორული ფირმა არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენს წერილობით პოზიციას მისთვის წარდგენილ წინასწარ შედეგებთან მიმართებაში, რომელშიც, არსებობის შემთხვევაში, ასახავს საკუთარ შენიშვნებსა და წინადადებებს. საკუთარი პოზიციის წარუდგენლობა ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება, როგორც თანხმობა წინასწარ შედეგებზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შენიშვნების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, მონიტორინგის ანგარიშში შეიტანოს ყველა შეთანხმებული ცვლილება და ასახოს საბოლოო შედეგებ